воскресенье, 28 апреля 2013 г.

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

საქართველოში 103 კლიმატური და სამკურნალო კურორტია. მინერალური, გოგირდოვანი წყლების და სამკურნალო ტალახების არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე საშუალებას იძლევა შეძლებისდაგვარად განვავითაროთ სამკურნალო ტურიზმი ქვეყანაში. საქართველოში დაახლოებით 2000 მინერალური წყაროა. მინერალური წყლების სიმდიდრე და მრავალფეროვნება პაციენტებს საშუალებას აძლევს მრავალი დაავადებისგან განიკურნონ. ქვეყანაში კურორტების განვითარება 19-20 საუკუნეების მიჯნაზე იწყება. ამ პერიოდში დაიწყო ტურიზმის აღმშენებლობის პროცესი ბორჯომსა და აბასთუმანში, ხოლო მოგვიანებით მე 19 საუკუნის ბოლოს შავი ზღვის სანაპიროზე. საბჭოთა პერიოდში ქართული კურორტები აღიარებული იყო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სამედიცინო დანიშნულების ადგილები.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს სტრატეგია სამედიცინო ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით ორ საფეხურს მოიცავს: პირველი ეს არის გზების,  კავშირგაბმულობისა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია და მეორე პირდაპირი ინვესტიციები სამედიცინო ტურიზმში, რათა  მოხდეს ინფრასტრუქტურის განვითარება
ქართული ტურისტული სააგენტოების უმრავლესობა, მიუხედავად ქვეყნის დიდი პოტენციალისა, ტურისტებს სამედიცინო ტურებს არ სთავაზობს, წარმატებული სამედიცინო ტურიზმი რეალობისგან ძალიან შორს არის, ფიქრობენ სპეციალისტები.
სამკურნალო კურორტებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თბილისში არსებული ბალნეოლოგიური ცენტრია. დედაქალაქებს შორის ასეთი ცენტრი მხოლოდ თბილისსა და ბუდაპეშტშია.

ცენტრი არც სტანდარტული პოლიკლინიკაა და არც სავადმყოფო. ეს არის ბუნებრივი ფაქტორებით: სამკურნალო, მინერალური, გოგირდოვანი წყლით და სამკურნალო ტალახით აღჭურვილი თანამედროვე კეთილმოწყობილი სამკურნალო დიაგნოსტიკური და რაც მთავარია, სარეაბილიტაციო დაწესებულებაა, რომელიც დღეს დღეობით სრულიად განახლებული და აღდგენილია.
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი 1938 წელს გაიხსნა. კურორტის გახსნას ძალიან საინტერესო პროექტი უძღოდა წინ. კურორტის ერთ–ერთმა დამაარსებელმა, მიხეილ ზანდუკელმა, 1932 წელს ცნობილ ქართველ მხატვარს, სიდამონ ერისთავს დააკისრა კურორტის პროექტის დახატვა. ზანდუკელის იდეით, ქალაქის ცენტრში, კერძიდ კი ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, უნდა მოწყობილიყო საკურორტო ზონა, ე.წ. საკურორტო ქალაქი. ამ სქემის თანახმად, საკურორტო ზონა ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნებოდა განლაგებული და მასში თბილისის ბოტანიკური ბაღიც შევიდადა. სამწუხაროდ, ამ პროექტის განხორციელება, მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო, ვერ მოხერხდა. 1998 წელს, როდესაც ნიკოლოზ სააკაშვილი, თბილისის ბალნეოლოგიური ცენტრის დირექტორად დაინიშნა, იპოვა სქემა, რომლის მიხედვითაც უნდა გაკეტებულიყო საკურორტო ზონა. დღეს, ეს სქემა რესტავრირდება თეატრის და კინოს სახელმწიფო მუზეუმში და სულ მალე თბილისის ბალნეოლოგიურ ცენტრს დაააუბრუნდება.
დღესდღეობით, თბილისის ბალნეოლოგიურis სარეაბილიტაციო ცენტრს საკმაოდ ბევრი პაციენტი აკითხავს სამკურნალოდ, ჯანმრთელობის  გასაუმჯობესებლად და უბრალოდ რეაბილიტაციისათვის. სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორის, აკადემიკოსი და თბილისის ბალნეოლოგიური ცენტრის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ სააკაშვილის თქმით, კურორტს, ჯანმრთელობის ასამაღლებლად ბევრი ტურისტიც სტუმრობს.

იმის მიუხედავად, რომ ბალნეოლოგიური ცენტრი სახელმწიფო დაწესებულებაა, მაინც  თვითდაფინანსებაზეა. ცენტრის ადმინისტრაციას საზგვარგარეთელ კოლეგებთან საკმაოდ მჭიდრო კონტაქტი აქვს, რაც კიდევ უფრო აუმჯობესებს ცენტრის მუშაობას. ადმინისტრაცია, სოციალურად დაუცველ პაციენტებს შეღავათიან ფასებს სთავაზობს და აქციებსაც აწყობს.

თბილისის ბალნეოლოგიური ცენტრი, ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაa, რომელმაც სინოდის და მრევლისათვის აქცია ჩაატარა. ორი წლის წინ, ნიკოლოზ საკაშვილმა, პატრიარქის ლოცვა–კურთხევით ჩაატარა აქცია, რითაც სოციალურად დაუცველებს ადმინისტრაციამ ანგარიში გაუწია.

„ბალნეოლოგიური ცენტრის განვითარებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. ცენტრი უკვე დაუკავშირდა საქართველოს კარიდას და გეგმაშიa, ბევრი იდეის განხორციელება, თბილისის ბალნეოლოგიuრ კლინიკის გაუმჯობესება იმ სახსრებით, რომელიც კარიდასს გააჩნია. ამის სანაცვლოდ, გვექნება საშუალება განვკურნოდ ცერებრალური დამბლით დავადებული ბავშვები, რითაც ბევრად გავუმარტივებთ ბავშვებს და მათ მშობლებს ცხოვრებას. ეს ხომ დიდი მადლი იქნება ღმერთის წინაშე. ნელ-ნელა სარემონტო სამუშაოები იწყება, რაც ძალიან მახარებს. ეს იქნება ახალი, კიდევ უფრო გაუმჯობესებული თბილისის ბალნეოლოგირუი ცენტრი,“ –  აცხადებდა, სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, აკადემიკოსი და თბილისის ბალნეოლოგირუი ცენტრის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ სააკაშვილი.


 http://ekofact.com/2012/06/06/თბილისის-ბალნეოლოგიური-კ/

ბელა არუთინოვი
გიორგი ზედგინიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий