четверг, 29 октября 2015 г.

სამედიცინო ტურიზმი

cito
თანამშრომლობა კლინიკებთან
ინფორმაცია პაციენტებისათვის
  1. https://www.facebook.com/Medgeo.Nett/posts/900079136707578
  2. https://www.facebook.com/MedicinskijTurizmAzerbajdzanGruzia/posts/958336790871103
  3. https://www.facebook.com/MedicinskijTurizmAzerbajdzanGruzia/posts/958337277537721
  4. https://www.facebook.com/MedicinskijTurizmAzerbajdzanGruzia/posts/958337460871036
  5. https://www.facebook.com/MedicinskijTurizmAzerbajdzanGruzia/posts/958337764204339
  6. https://www.facebook.com/Medgeo.Nett/posts/922108547837970
  7. https://www.facebook.com/Medgeo.Nett/posts/922162324499259
  8. https://www.facebook.com/Medgeo.Nett/posts/922162844499207
  9. https://www.facebook.com/Medgeo.Nett/posts/922162707832554 
ვაკანსიები
….

понедельник, 29 апреля 2013 г.

„სამედიცინო ტურიზმი“-ახალი მიმართულება ტურიზმის სფეროში


გასულ წელს, უცხოელმა ტურისტებმა ტაილანდში მკურნალობისთვის 840 მილიონი ამერიკული დოლარი დახარჯეს. RBC-ის ცნობით, ასეთი მონაცემები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. პაციენტების 33% ტაილანდში ამერიკიდან ჩავიდა, 29% ჩინეთიდან, 18% იაპონიიდან, 14% დიდი ბრიტანეთიდან, ხოლო 6% ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და ავსტრალიიდან. საერთო ჯამში, 2005 წელს ტაილანდს 630 000 ტურისტი ეწვია. „სამედიცინო ტურისტებს“ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სტომატოლოგის მომსახურება, სიმსივნის მკურნალობა, პლასტიკური, გულსისხლძარღვთა და ნეიროქირურგია.

 „სამედიცინო ტურიზმი“ პოლონეთშიც ვითარდება, სადაც პრიორიტეტულ მიმართულებას სტომატოლოგია წარმოადგენს. პოლონელი სტომატოლოგების პაციენტები, უფრო ხშირად, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. აღსანიშნავია, რომ პოლონეთში ფრენის ღირებულების გათვალისწინებით, კბილების მკურნალობა ბევრად იაფი ჯდება. ასე მაგალითად, ინგლისში კბილის დაბჟენა 350 ფუნტი (608,52 $) ღირს, ხოლო ლოძაში გამგზავრება (იქით-აქეთ) 46,23 $ ჯდება, ხოლო პოლონელ სტომატოლოგთან ვიზიტი 30,84 $.
„სამედიცინო ტურიზმი“ განვითარებას თურქეთშიც იწყებს. იქ გულისა და სიმსივნის ამოკვეთის ოპერაცია, ასევე სტომატოლოგიური მომსახურება და გინეკოლოგია შედარებით იაფია. 2003 წლის იანვრიდან 2004 წლის ნოემბრამდე თურქეთის კლინიკებში უცხოელი პაციენტების რაოდენობამ 13 000 შეადგინა. მათი უმრავლესობა ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე ამერიკიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან და იორდანიიდან ჩავიდა.


http://www.davisvenot.ge/index.php.vaci?lang_id=GEO&sec_id=4&info_id=1930&date=2006-06-06&new_month=06&new_year=2006